ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთთან დაკავშირებულ გემების ამერიკულ პორტებში შესვლას კრძალავს.

"არცერთს გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ ცურავს, ან რუსულ ინტერესებს ემსახურება, აღარ მიეცემა ამერიკულ პორტებში შესვლის ნება", — თქვა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯია, რომელსაც აშშ პარტნიორებთან ერთად დგამს იმისათვის, რომ რუსეთმა საერთაშორისო ეკონომიკური სარგებელი ვეღარ მიიღოს.