ნებსით თუ უნებლიეთ ყოველდღიურად ალბათ ბევრ ტყუილს ვამბობთ. როგორც წესი, სიცრუის მთქმელს ცუდი რეპუტაცია აქვს ხოლმე, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ტყუილის თქმასაც ნიჭი სჭირდება, გაწითლების გარეშე ცრუპენტელობას კი — ფენომენალური ნიჭი. რა ვქნათ, ყველა ენდრიუ გარფილდი ვერ იქნება, მაგრამ ზოგიერთი სხვა ტყუილიც არანაკლებ წარმატებული გამოდგა. მაგალითად...

1. მეოთხეკლასელმა ზუმში სახელად Reconecting ("დაკავშირებას ცდილობს") დაიწერა, რათა მასწავლებელს ეფიქრა, რომ მას ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა

ფოტო: u/reddericks / Reddit

თუმცა, დაკვირვებული მასწავლებელი ადვილად შეამჩნევდა, რომ ონავარ მოსწავლეს სიჩქარეში ბეჭდური შეცდომა გაეპარა...

2. ბიჭმა სუპერმარკეტის ფორმის მსგავსი ჟილეტი ჩაიცვა, რომ თავი თანამშრომლად გაესაღებინა და $3000-იანი ყურსასმენები მოეპარა

ფოტო: Reddit

3. ამ ხალხმა ბოთლის ეტიკეტები კონცერტზე VIP სექციაში მოსახვედრ საშვებად გაასაღა

ფოტო: u/MarculCarcus / Reddit

4. როცა ბილეთი მთელი შენი ხელფასი ჯდება

ფოტო: u/signuptopostthis / Reddit

5. ზუმში თანამშრომლებისთვის თავის ჩაის მოყვარულ არისტოკრატად მოჩვენება ახალ სამსახურში პირველი მისიაა

ფოტო: u/likeneelyohara / Reddit

6. მანეკენის გამოწვევაში ჩართვა აშკარად დააგვიანდა

ფოტო: u/livingnitemare99 / Reddit

7. მესამეკლასელმა წიწაკის ფორმის ტკბილეული იყიდა და კლასელებთან თავი მოჰქონდა, რომ ძალიან მწარის ჭამაც თავისუფლად შეუძლია

ფოტო: u/hilberry / Reddit

8. კაცმა რესტორანში ვახშამი ვერაფრით ვერ დაჯავშნა, ამიტომ თავი მაროკოს პრემიერმინისტრად გაასაღა და მეტი დამაჯერებლობისთვის შეფმზარეულს თეფშზე ავტოგრაფიც დაუტოვა

ფოტო: u/SillyAmerican / Reddit

9. როცა ჩემპიონთა ლიგა ახლობლის ქორწილს ემთხვევა

10. მეგობრობაც ამას ჰქვია