ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები 5 დღით გაიხსნა. ამაზე ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება აუმუობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", — აცხადებენ სუს-ში.

აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გზა იხსნება მათთვის, ვისაც აქვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ან საშვი. მისივე ცნობით, გადასასვლელი პუნქტი იხსნება ორივე მიმართულებით, თუმცა მანქანებით გადაადგილება შესაძლებელი არ იქნება.