დონ ვიტო კორლეონეს ოჯახი 45 წლის შემდეგ მის გარეშე შეიკრიბა. ტრიბეკას კინოფესტივალზე ფრენსის ფორდ კოპოლამ, რობერტ დე ნირომ, ალ პაჩინომ, ჯეიმს კაანმა, რობერტ დიუვალმა, დაიან კიტონმა და ტალია შირმა დამსწრე საზოგადოებას ფილმის გადაღების პროცესის შესახებ ხანგრძლივი ლექცია ჩაუტარეს.

ფოტო: Kevin Mazur

"სიმართლე გითხრათ, ამ წიგნს თავიდან ცოტა უიმედოდ ვუყურებდი, რადგან მოცულობით საკმაოდ დიდი იყო. თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური წიგნი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს, ეს იყო ძალიან ძლიერი ნაწარმოები.", - ამბობს კოპოლა.

"მახსოვს, თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამ ეკრანიზაციას, მაგრამ შემდეგ მაყურებელმაც და კინო კრიტიკოსებმაც აღიარეს, რომ კოპოლამ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი შექმნა და მე უბედნიერესი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი", - თქვა რობერტ დე ნირომ.

ნათლიმამა 1972 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით გადაიღო. წიგნსა და ფილმში მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. ამერიკული კინოს ინსტიტუტმა კოპოლას ფილმს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის ტიტული მიანიჭა.