თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა. კვლევის მიზანი კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პოტენციალის გაცნობაა.
პუბლიკაციის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის პირობებში, FMCG ბაზარი რეკორდულად მაღალი ტემპით გაიზარდა: 2020 წელს — 26%-ით, 2021 წელს კი — 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
FMCG პროდუქციაზე დანახარჯების წილი მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით მოიმატა. ამ მიმართულებით, ტურისტული დანახარჯები 2020 წელს თითქმის განულდა, 2021 წელს კი 43%-ით აღდგა.
საქართველოში პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. საკვები პროდუქტების გარდა, აღნიშნულ საიმპორტო ბაზრებზე მაღალია საქართველოს დამოკიდებულება თამბაქოზე, პირის ღრუსა და თმის მოვლის საშუალებებზე.
რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საიმპორტო ბაზრების ჩანაცვლება ხორბლისა და სიმინდის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. გაზრდილი ფასების პარალელურად, საქართველოს FMCG ბაზარი მეტად დივერსიფიცირებული გახდება და მსგავსი რისკები საგრძნობლად შემცირდება.
2021 წელს ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს — 31%-ს მიაღწია. სამომავლოდ ორგანიზებული ბაზრის კიდევ უფრო გაფართოება და, 2024 წლისთვის, ამ მაჩვენებლის 40%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი.
საქართველოს რეგიონები ორგანიზებული ბაზრის მიერ მეტწილად აუთვისებელია, თუმცა ზრდის პოტენციალი დიდია. 2021 წელს, მხცეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გარდა, ორგანიზებული ბაზრის წილი ყველა რეგიონში გაიზარდა. ორგანიზებული ბაზრის 61% თბილისზე მოდის. თბილისის შემდეგ, ყველაზე მიმზიდველი იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ბაზრებია. სამომავლოდ, ტურიზმის სრულ აღდგენასთან ერთად, რეგიონული ბაზრების აჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ორგანიზებული ბაზარი მაღალი კონკურენციით ხასიათდება. 2021 წლის ბოლოს FMCG ბაზარი საქართველოში 1700-ზე მეტი ობიექტით იყო წარმოდგენილი, რაც წლიურად 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამური სავაჭრო ფართობი, 2021 წლის განმავლობაში, 25%-ით გაიზარდა, რამაც მაღაზიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საშუალო სავაჭრო ფართის შემცირება გამოიწვია.
პანდემიის პერიოდში, მომხმარებლების ქცევა შეიცვალა — ვიზიტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა თითოეული ვიზიტისას დანახარჯი გაიზარდა. 2021 წლის ბოლოს, მომხმარებლების ქცევა პანდემიამდელ ტენდენციას დაუბრუნდა და ტრანზაქციების რაოდენობისა და მოცულობის ზრდის ტემპები ერთმანეთს დაუახლოვდა.
FMCG სექტორის საშუალო მომხმარებელი ახალგაზრდავდება. 2021 წელს ყველაზე აქტიური მომხმარებლის საშუალო ასაკი 30-39 წელი იყო. ბოლო 3 წლის განმავლობაში იზრდება 19-29 წლის მომხმარებლების წილიც. თუმცა, ახალგაზრდა მომხმარებლები თითოეულ ვიზიტზე დაბალი დანახარჯით ხასიათდებიან. მიუხედავად ვიზიტებში ყველაზე დაბალი წილისა, ასაკიანი მომხმარებლები თითო ვიზიტისას, ყველაზე მეტს ხარჯავენ.
გლობალური ტენდენციის მსგავსად, ქართულ FMCG სექტორში იზრდება ელექტრონული კომერციის წილი. ასევე, ქართული FMCG ბაზრის მოთამაშეების 80% მომხმარებლებს შიდა რესურსით ან მესამე მხარის ჩართულობით, ადგილზე მიტანის მომსახურებას სთავაზობენ.
"სწრაფადბრუნვადი პროდუქტების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თიბისისთვის. თიბისი კაპიტალის კვლევა გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე სექტორის ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ ნიშნულს — 31%-ს მიაღწია. კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში, FMCG ბაზარი, საშუალოდ, 24%-ით გაიზარდა. სამომავლოდ, მოსალოდნელია ზრდის მეტად დასტაბილურება. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შეცვლილია მიწოდების ჯაჭვები, საჭირო ხდება ბაზრების ჩანაცვლებაც, თუმცა ქართული ბაზარი სწრაფად რეაგირებს და ახლო მომავალში პრობლემური ბაზრებიდან იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი", — განაცხადა გიორგი თხელიძემ, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ ამ ვებგვერდზე გაეცნოთ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები