რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

"არჩევანი შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლებაზეა. თუმცა მათ უნდა ესმოდეთ ასეთი ნაბიჯების შედეგები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე", — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

ფინეთი უახლოს კვირებში მიიღებს გადაწყვეტილებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ხოლო შვედეთი, ასევე, განიხილავს ალიანსში გაწევრიანებას.