საზოგადოების ნაწილისთვის დაოჯახების შემდეგ ცოლის მიერ ქმრის გვარზე გადასვლა მიღებულ ტრადიციად ითვლება. მიუხედავად ამისა, იმავეს ვერ ვიტყოდით ქმრებზე — ალბათ, იშვიათად თუ გსმენიათ ისეთი შემთხვევის შესახებ, როცა ქმარმა ცოლის გვარი მიიღო.

იგივე "ტრადიცია" ცნობილ ადამიანებზეც ვრცელდება. ქალი ვარსკვლავების ნაწილი დაოჯახების შემდეგ საკუთართან ერთად ქმრის გვარსაც იყენებს ან პირდაპირ ქმრის გვარზე გადადის. მიუხედავად ამისა, ხანდახან ცოლის გვარს კაცებიც იღებენ და ამის მაგალითები ჰოლივუდშიც შეგვიძლია ვიპოვოთ.

წარმოგიდგენთ 5 შემთხვევას, როცა ცნობილმა კაცებმა ცოლების გვარი მიიღეს:

1. ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი

ფოტო: Getty Images

ცოტა ხნის წინ ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელცზე დაქორწინდა. ბრუკლინმა და ნიკოლამ გადაწყვიტეს, გვარები გაეერთიანებინათ და ორივეს გვარი ბექჰემ-პელცია.

2. მარკო პერეგო და ზოი სალდანა

ფოტო: Getty Images

ხელოვანი და ყოფილი ფეხბურთელი მარკო პერეგო ზოი სალდანაზე 2013 წელს დაქორწინდა და ცოლის გვარიც მიიღო — დღეს ზოის მსგავსად ისიც პერეგო-სალდანაა.

3. ჯონ ლენონი და იოკო ონო

ფოტო: Getty Images

ჯონ ლენონმა იოკო ონოს გვარი მიიღო და ჯონ ონო-ლენონი გახდა. იოკოც მათი გვარების გაერთიანებულ ვერსიას იყენებდა.

4. ჯეი-ზი და ბიონსე

ფოტო: Getty Images

ბიონსემ და ჯეი-ზიმ ერთმანეთის გვარები მიიღეს და ბიონსე და შონ ნოულეს-კარტერები გახდნენ.

5. ერნსტ ბრაუნ უმცროსი და ელაინ ლაივლი

ფოტო: Getty Images

ერნს ბრაუნ უმცროსი რეჟისორი და მსახიობ ბლეიკ ლაივლის მამაა. ის ბლეიკის დედაზე, ელაინ ლაივლიზე 1979 წელს დაქორწინდა და ცოლის გვარზე გადავიდა. დღეს მას ერნსტ ლაივლის სახელით იცნობენ.