ზოგი ადამიანი დიდი შრომის ფასად აგროვებს სიმდიდრეს, ზოგიც კი თავიდანვე ეკონომიკურად შეძლებულ ოჯახში იბადება. გამონაკლისები არც ცნობილი ადამიანები არიან, რომელთა ნაწილიც თავიდანვე მდიდარი იყო, ხოლო დანარჩენებმა საკუთარი სამსახიობო ოსტატობითა თუ სიმღერის მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა დააგროვეს.

სტატიაში 10 ცნობილი ადამიანს წარმოგიდგენთ, რომელთაგან 5 მდიდარ ოჯახში დაიბადა, ხოლო დანარჩენებმა საკუთარი შრომის ფასად დიდი სიმდიდრე დააგროვეს. თუმცა სტატია დაგარწმუნებს, რომ მიუხედავად ასეთი ფინანსური განსხვავებისა, ეს ადამიანები თავიანთ სფეროში დღემდე წარმატებულ ადამიანებად ითვლებიან.

ვარსკვლავები, რომლებიც მდიდარ ოჯახში დაიბადნენ:

1. კარა დელევინი არისტოკრატების ოჯახში დაიბადა, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან და სხვა გავლენიან ადამიანთან მნიშვნელოვანი კავშირები აქვს

2. ბრედლი კუპერს ფინანსურად შეძლებული მშობლები ჰყავდა და მსახიობი ბავშვობაში ელიტარულ სკოლაშიც სწავლობდა

ფოტო: Getty Images

3. ემა სტოუნის მამა შვილის დაბადებიდანვე სამშენებლო კომპანიის დირექტორია, რომელსაც ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს

ფოტო: Getty Image

4. არიანა გრანდე კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავია, რომელსაც შეძლებული ოჯახი ჰყავს

ფოტო: Getty Images

5. სელმა ჰაიეკის მამა მექსიკის ნავთობის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო დედა ოპერის ცნობილი მომღერალი

ფოტო: Getty Images

ვარსკვლავები, რომლებიც თავად გამდიდრდნენ:

1. ნიკი მინაჟი ტრინიდადიდან ნიუ-იორკში 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა და მათ დროდადრო სარდაფშიც უწევდათ ცხოვრება

ფოტო: Getty Images

2. ჯასტინ ბიბერს მარტოხელა დედა ზრდიდა და მომღერლის თქმით, ბავშვობაში გამაგრილებელი სასმლის ყიდვის ფული თითქმის არასდროს ჰქონდა

ფოტო: Getty Images

3. სარა ჯესიკა პარკერი 8-შვილიან ოჯახში იზრდებოდა, რომელიც მისივე თქმით, გადასახადების ამკრეფებს ხშირად ემალებოდა

ფოტო: Getty Images

4. კელი კლარსონს კი ბავშვობაში ეკონომიკურად მძიმე ცხოვრება ჰქონდა და მისი თქმით, მხოლოდ მდიდრები ამბობენ, რომ "ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი"

ფოტო: Getty Images

5. და ბოლოს, სელენა გომესის დედა 16 წლის იყო, როცა შვილი შეეძინა და ქმარსაც მალე დაშორდა, ასე რომ მომღერალს მარტოხელა დედა ზრდიდა

ფოტო: Getty Images