მიჩიგანის ერთ-ერთ ბაღში ბავშვმა ტეკილას ბოთლი წაიღო და ალკოჰოლი თანატოლებსაც დაალევინა. მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის მოქმედებით ერთ-ერთ ბავშვს თავბრუსხვევა დაეწყო, მშობლებმა და საბოლოოდ მასწავლებლებმა გაიგეს, რომ ბაღში ბავშვმა არა წვენი, არამედ ალკოჰოლი მიიტანა.

ბავშვებმა, რომლებმაც ალკოჰოლი გასინჯეს, მშობლებს უთხრეს, რომ ეგონათ, წვენს სვამდნენ. ბავშვებისვე თქმით, მათმა ჯგუფელმა, რომელმაც ბოთლი ზურგჩანთით მოიტანა, იცოდა, რომ მასში ალკოჰოლი ესხა.

ბაღის განცხადებით, როგორც კი მომხდარის შესახებ შეიტყვეს, ბავშვები მაშინვე ექიმებმა გასინჯეს. ამის შემდეგ კი ყველა მშობელს აცნობეს, რომ მათი შვილები კარგად იყვნენ,

"მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ გავაკონტროლოთ, თუ რა მოაქვთ ბავშვებს ბაღში, ყველაფრის შემოწმება შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ზრდასრულებისთვის განუთვნილი სასმელის საბავშვოში არევა ასე მარტივია", — აცხადებენ ბაღში.

სხვა მშობლები პასუხისმგებლობას იმ ბავშვის მშობლებს აკისრებენ, რომელმაც ალკოჰოლი ბაღში მიიტანა:

"თუ შენმა შვილმა იცის, ეს [ალკოჰოლი] რაცაა, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ მან ასევე უნდა იცოდეს, რომ ალკოჰოლს ხელი არ უნდა ახლოს. ეს ბავშვებისთვის განკუთვნილი არაა", — აცხადებს ერთ-ერთი მშობელი Fox-თან ინტერვიუში.