NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია, თუმცა NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით არ შეცვლილა.

"რუსეთი გახდა უფრო აგრესიული და საშიში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აქ ვიმყოფები, რომ განვიხილო პრაქტიკული ნაბიჯები, რომ ერთად მეტი გავაკეთოთ. სიმართლია, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია. რაც არ შეცვლილა, არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.

დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც NATO-ს ლიდერები ივნისის ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს მადრიდის სამიტზე, ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ დაადასტურებენ და საქართველოც ნახსენები აუცილებლად იქნება", — თქვა მან ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]

ჯეიმს აპატურაი ამჟამად საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას ესწრება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.