დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

20 აპრილს გამოვლინდა ინფიცირების 232 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა — 117, არავინ გარდაცვლილა. 2020 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,14%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1,32%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 1,2%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 120;
  • აჭარა — 13;
  • იმერეთი — 39;
  • ქვემო ქართლი — 7;
  • შიდა ქართლი — 14;
  • გურია — 10;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 11;
  • კახეთი — 9;
  • მცხეთა-მთიანეთი — 4;
  • სამცხე-ჯავახეთი — 5;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც, 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს — 73. 1 944 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: