სტარტაპერი 5 — გაიცანით ქართული ტანსაცმლის ბრენდი ვაგზალი 10101872
თიბისიმ ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდასაჭერად 2017 წელს პროგრამა სტარტაპერი შექმნა, რომელსაც უკვე 5 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში სტარტაპერი 55 000-ზე მეტ ქართულ დამწყებ ბიზნესს დაეხმარა და მათ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა შესთავაზა. თიბისის სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შემდეგ მიმართულებებს სთავაზობს: საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სტარტაპ შეთავაზებას, მედია მხარდაჭერას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ტრენინგებს, სესხს სტარტაპისთვის და სტარტაპ ივენთებს. სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში ახალი ბიზნესების პოპულარიზაციაა, რასაც თიბისი თავს წარმატებით ართმევს.
ქართული ტანსაცმლის ბრენდი ვაგზალი 10101872 სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა. იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და როგორია ვაგზალი 10101872-ის წარმატების გზა ნინო ხასია მოგვიყვება.
პირველ რიგში, საინტერესოა, რას ნიშნავს სახელწოდება ვაგზალი 10101872 და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის შექმნა?
ვაგზალი 10101872-ის სახელწოდება საქართველოს რკინიგზის ისტორიასთან არის დაკავშირებული. სახელწოდება ვაგზალი 10101872 რკინიგზის დაბადების ისტორიას გადმოსცემს, რადგან 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩავიდა და ბრენდის ინსპირაციის წყაროც აქედან იწყება. რაც შეეხება ბრენდის შექმნას, ბავშვობიდან მუდმივი ძიების პროცესში ვიყავი. საბოლოოდ, ოცნებას ოცნების სტატუსი ჩამოვართვი და სახელი,ფორმა და ფერი შევძინე, თითქოს, ჩემში ბავშვს დანაპირები შევუსრულე. ავიხდინე ოცნება, რომელსაც ჩემი ქვეცნობიერიც სულ მკარნახობდა, რადგან ფიქრში გაცოცხლდა იდეა და ასე დაიბადა ვაგზალი 10101872.
რა ტიპის სამოსს სთავაზობს თქვენი ბრენდი თავის მომხმარებლებს და ძირითადად, რა სეგმენტზეა გათვლილი?
ბრენდი ვაგზალი 10101872 გარდა იმისა, რომ რკინიგზის კონცეფციაზე შეიქმნა, ტანსაცმლის თითოეული დეტალსაც კი რკინიგზის ვიზუალს უკავშირებს. პირველი კოლექცია სრულად გადმოსცემს ძველი რკინიგზის მატარებლის გამცილებლების სამოსის ვიზუალს, რომელიც გათანამედროვებულია, მაგრამ სამოსის დეტალები შენარჩუნებულია. ბრენდს აქვს ასევე აქსესუარი, რომელიც მისი მუდმივი "აქსესუარია" და ეს რკინიგზის ბილეთია. სამოსის ვიზუალში რკინიგზის ბილეთს სულ ვიყენებთ. რეალურად, ბრენდი არაორდინალური, ქაოსური, ჩარჩოებს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის შეიქმნა, მათთვის, ვისთვისაც სამოსის დეტალები თვითგამოხატვის საშუალებაა.
ქართულ ბაზარზე როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ტანსაცმლის ბრენდები მრავლად არის წარმოდგენილი. ამიტომ, პირველ ეტაპზე გადააწყდით თუ არა სირთულეებს, სანამ ვაგზალი 10101872 ცნობილი გახდებოდა?
ბრენდის სახელწოდება და ვიზუალი იმდენად არაორდინალური და განსხვავებულია, ვფიქრობ, ჩრდილში მოქცევა მისი სპეციფიკიდან თუ შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ბრენდმა საკმაოდ ხმაურიანი პირველი ნაბიჯი გადადგა და ჩემი დიდი სურვილია, რომ არ გაჩერდეს და როგორც ჩქაროსნულმა მატარებელმა (ხასიათი ხომ მისი აქვს) მისივე რელსებზე სწრაფად და შეუჩერებლად იაროს.
ვაგზალი 10101872 თიბისის პროგრამა სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა. ასე რომ, საინტერესოა, როდის ჩაერთეთ ამ პროგრამაში და თიბისისგან რა ტიპის დახმარება მიიღეთ?
სტარტაპერში ყველაზე მნიშვნელოვან დროს, განვითარების და საწარმოებთან აქტიური ურთიერთობების დროს, შეიძლება ითქვას, საწყის ეტაპზე ჩავერთეთ და თიბისისთან ერთად პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. თიბისის ხელშეწყობით გაცოცხლდა ბრენდის შინაარსი, მათ ირწმუნეს ბრენდის, რისთვისაც მათი ძალიან მადლიერი ვარ. რაც შეეხება მხარდაჭერას, სტარტაპერთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. თიბისის მზადყოფნა ბრენდის მხარდაჭერის ნაწილში მკაფიოდ იგრძნობა, სულ მაქვს მისი იმედი, რადგან გამუდმებით მხარში მიდგას და მაძლიერებს.
და ბოლოს, რა სიახლეებს უნდა ელოდნენ თქვენი მომხმარებლები უახლოეს მომავალში?
სულ ახლახან ელენე ახვლედიანის აღმართზე მდებარე ისტორიული სასტუმრო მუზეუმის სივრცე Pantomime Museum Hotel-ში ჩვენი ბრენდის Concept Store გაიხსნა.
თიბისიმ 2017 წელს საქართველოში დამწყები ბიზნესების დაფინანსება დაიწყო და პროგრამა სტარტაპერი შექმნა. პროგრამა სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი. იდეის ბიზნესად ქცევაში პროგრამა სტარტაპერი ადამიანებს შემდეგი მიმართულებებოთ სთავაზობს მხარდაჭერას: საბანკო პროდუქტები, სტარტაპ განათლება, სტარტაპ შეთავაზება და მედია მხარდაჭერა. 5 წლის განმავლობაში უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა მხარდაჭერით.
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები