მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) ხელმძღვანელები უკრაინის პრემიერმინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ხუთშაბათს, 21 აპრილს შეხვდებიან. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დეივიდ მალპასის თქმით, შეხვედრაზე განიხილება, თუ როგორ განახორციელონ უკრაინის აღდგენის პროცესი "ყველაზე ეფექტურად".

"ხუთშაბათს გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ვისაუბრებთ უკრაინის პრემიერმინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დეივიდ მალპას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის "აღდგენის" შესახებ, ასევე ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ, სანამ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

"ჩვენ გამოვუყავით 1,4 მილიარდი აშშ დოლარი სასწრაფო დახმარების სახით, მაგრამ უფრო მეტი იქნება საჭირო. ეს იქნება დიდი ინვესტიცია მომდევნო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და ინფლაციის ზრდის თავიდან ასაცილებლად", — თქვა მან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში