ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც, ჯანსაღი კვების ტენდენცია სულ უფრო იზრდება, რის პარალელურადაც ბრინჯზე დაფუძნებული იაპონური კულინარია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნაკლებ ზეთსა თუ ცხიმში დამზადებულ იაპონურ საჭმელს უკვე საკმაოდ ხშირად გადააწყდები ქართველების რაციონში, ხოლო ზოგიერთისთვის დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ უკვე საყვარელ ვახშმადაც იქცა, რომელსაც შეუკვეთთ და სახლში გემრიელად მიირთმევთ.

მაგრამ, ალბათ ყველამ არ იცის, რომ იაპონური კერძი უბრალო ვახშამი არ არის. იმისთვის, რომ სრულყოფილად შეიგრძნოთ სუშის და როლის ჯადოსნური გემოები, სწორად უნდა მიირთვათ ის.

ჭამის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ დეტალებს, რათა ის შეცდომები არ დაუშვათ, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

თუ სტატიამ დაგაინტერესა, შეუკვეთე სუში, რომლის დამზადების დროსაც ნამდვილად არ უშვებენ შეცდომებს.

შეცდომა №1: სუშის და როლის გაჟღენთა სოიას სოუსით

სუშის ბრინჯს უმატებენ სპეციალურად მომზადებულ შესაზავებელს (მარილი, შაქარი, ბრინჯის ძმარი), რომელიც ბრინჯს შეკრავს და ის აღარ გაიფანტება. გარდა იმისა, რომ ფორმას უნარჩუნებს, შესაზავებელი ბრინჯს აძლევს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს. თუკი სოიას სოუსს გადაჭარბებით მოიხმართ, ამით ბრინჯისა და როლის სხვა ინგრედიენტების გემოს "მოკლავთ". თანაც, ზედმეტად გაჟღენთილი ბრინჯი ფორმასაც ვერ "დაიჭერს" და ჩამოცვივდება.

როგორ მოვიქცეთ?

უბრალოდ, სოიას სოუსში სუში უნდა ჩააწოთ თევზის მხრიდან, ხოლო როლი — სულ რამდენიმე წამს უნდა გააჩეროთ. ასე ბრიჯი ვერ მოასწრებს სოუსის შეწოვას, მაგრამ ეს საკმარისი იქნება გემოს გასამდიდრებლად.

შეცდომა №2: ჯანჯაფილის და როლის ჭამა ერთდროულად

ასეთ შეცდომას ბევრი უშვებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ჯანჯაფილი იმისთვის არის საჭირო, რომ გემოს რეცეპტორები განაახლოს. თუკი თქვენ როლის და ჯანჯაფილს ერთდროულად მიირთმევთ, თქვენი გემოს რეცეპტორები, უბრალოდ, ვერ დაიჭერენ თევზისა და ბრინჯის გემოებს, რადგან ჯანჯაფილის მკვეთრი გემო გადაფარავს მათ.

როგორ უნდა მოვიქცეთ: შეჭამეთ ერთი როლი, აცადეთ გემოს რეცეპტორებს მოქმედება, რათა გემოები ბოლომდე შეიგრძნოთ და ისიამოვნოთ. აი, ამის შემდეგ გაკვნიტეთ ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი და მომდევნო როლი მიირთვით. და ასე ბოლომდე.

შეცდომა №3: სოიას სოუსის კონცენტრატის გაუზავებლობა

სოიას სოუსის კონცენტრატი აუცილებლად უნდა გააზავოთ. სოიას სოუსი, რა თქმა უნდა, მარილის საუკეთესო ალტერნატივაა, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ასევე, ნუ დაუჯერებთ, თუკი ვინმე ეცდება თქვენს დარწმუნებას, რომ სოიას სოუსი უპირობოდ უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუფრის მარილი.

ზოგადად, იაპონური სამზარეულოს ფილოსოფია გვასწავლის, რომ აუცილებელია ზომიერება ყველაფერში. ამიტომ, სოიას სოუსზე ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. თუკი მასზე არის წარწერა "კონცენტრატი", ის აუცილებლად გააზავეთ წყლით, რათა ზომიერი გემო მიიღოთ.

მაგრამ, თუკი თქვენ სუშის და როლის სეტს "ოიში სუშის" შეუკვეთთ, ჩვენი სოიას სოუსები თქვენამდე უკვე მოხმარებისთვის გამზადებული მოვა.

შეცდომა №4: სუშის შენახვა მაცივარში და შეკვეთის ჭამა რამდენიმე დღის შემდეგ

ეს, თითქოს, ერთი შეხედვითაც ისეთი აშკარა შეცდომაა, რომელსაც ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ დღეს ასე ბევრი იქცევა. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ — როლი და სუში არ უნდა ინახებოდეს მაცივარში. მით უფრო მაცივარში დიდი ხნით არ უნდა დატოვოთ. პირის ღრუში, გემოს რეცეპტორების გარდა, არის ტაქტილური რეცეპტორებიც, რომლებიც ტემპერატურასა და ტექსტურას აფიქსირებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია გემოს განსაზღვრისთვის.

აქ პრობლემა არა მარტო ის გახლავთ, რომ გაციებული ახალი თევზი გაგიფუჭებთ იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც ამ შეკვეთისგან ელოდებოდით, არამედ ბრინჯსაც ადამიანის ტემპერატურა უნდა ჰქონდეს, გაციების შემდეგ სუშის ბრინჯი განსაკუთრებით სუში ფილადელფია უგემური გახდება; ასევეა ნორის ფურცელიც — ის გაციება-გალღობის შემდეგ დაკარგავს თავის ტექსტურას. შედეგად, ვერც სიამოვნებას მიიღებთ და შეიძლება, იაპონურ სამზარეულოზე გულიც აიცრუოთ. ეს კი ძალიან დასანანი იქნება.

შეცდომა №5: სასწავლო ჩხირებით ხშირად სარგებლობა

სასწავლო ჩხირები სავარჯიშო საშუალებაა, რათა ნამდვილი იაპონური სუშის ჩხირებით ჭამა ისწავლოთ. სასწავლო ჩხირების რამდენჯერმე მოხმარება დასაშვებია, თუმცა მათ გამოყენებას არ უნდა მიეჩვიოთ - სასწავლო ჩხირებით გაგიჭირდებათ, განსაზღვროთ იმის სამყოფი ძალა, რომ როლი აიღოთ. თუკი ძლიერად მოგიწიათ მოჭერა, როლი დაშლას დაიწყებს.

სხვათა შორის, საქართველოში არავინ გაგკიცხავთ, თუკი სუშის და როლის ხელით შეჭამთ, რადგან იაპონური სუშის ჩხირებით ჭამა ნამდვილად ვირტუოზული ხელოვნებაა. ხშირად უშვებენ შეცდომას სუშის ჭამის დროს, იხილეთ ჩვენი სტატია: სუშის და როლის ჭამის ეტიკეტი.