პირველ მაისს, პირველ საათზე, თბილისში, მშრომელთა საერთაშორისო დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება.

მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონის მიღების, საბანკო სექტორის შეზღუდვის, კონსტიტუციაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმების, თუ ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა აუდიტორია 115 და საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება არიან.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ბრძოლისა და შრომის ახალი ფრონტის გახსნას გეგმავს. განცხადების თანახმად, ბრძოლის ახალი ეტაპი საპირველმაისო დემონსტრაციით დაიწყება.