კახა კალაძის განცხადებით, მერიის პროექტი თბილისის ცის ქვეშ, რომელიც პანდემიის გამო იყო შეჩერებული, აღდგომის მერე განახლდება. თბილისის მერის თქმით, შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას "ქართული ესტრადის ვარსკვლავების" კონცერტები გაიმართება.

"ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია", — აღნიშნა მან ვიდეომიმართვისას.

უწყების ცნობით, ეს პროექტი მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.