სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წყნეთში 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მოსპობის ფაქტზე პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს.

მათი თქმით, შსს-ის თანამშრომელს დაკავების ღონისძიების ჩატარებისას, სამსახურეობრივი იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა.

"დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გრძელდება.