ფლორიდაში მცხოვრები რამირო ალანისი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ადამიანი, რომელიც ერთი ფილმის ჩვენებას ყველაზე მეტჯერ დაესწრო. ამ ტიტულის მოსაპოვებლად ის მარველის Spider-Man: No Way Home-ის ჩვენებას 292-ჯერ დაესწრო.

რამირო ფილმის ჩვენებებს 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2022 წლის 15 მარტამდე ესწრებოდა. ჯამში Spider-Man: No Way Home-ს 720 საათის განმავლობაში უყურა. რეკორდის დასამყარებლად პრემიერიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში 5 სეანსს ესწრებოდა. რამიროს თქმით, ფილმს უკვე იმდენჯერ უყურა, რომ დიალოგი ზედმიწევნით იცის.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რამირო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მან 2019 წელს Avengers: Endgame 191-ჯერ ნახა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, 2021 წელს ტიტულის დათმობა მოუწია ადამიანისთვის, რომელმაც Kaamelott: First Instalment 204-ჯერ ნახა.

"თუ ვინმე ჩემი რეკორდის მოხსნას გადაწყვეტს, ვურჩევ კარგად დაფიქრდეს", — განაცხადა რამირომ.

ამავე თემაზე:

10 გამორჩეული მომენტი, რომელმაც Spider-Man: No Way Home წლის კინომოვლენად აქცია