8 ცნობილი კინოროლი, რომელიც კინაღამ სხვა მსახიობს შეხვდა
ცნობილ ფილმებში ზოგიერთი მსახიობის შესრულებული პერსონაჟი მაყურებელმა იმდენად შეიყვარა, რომ ამ როლზე სხვისი წარმოდგენაც კი გვიჭირს. თუმცა, ეგრეთ წოდებული ქასთინგი ხშირად ხანგრძლივი პროცესია, კონკრეტულ როლებზე კი დამტკიცებამდე ბევრი ვერსია განიხილება ხოლმე. ამ სტატიაში იმ მსახიობებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ცნობილ კინოროლებზე განიხილებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ფილმში მონაწილეობა სხვებმა მიიღეს.
1. საშა ბარონ კოენი ფრედი მერკურის როლზე (ბოჰემური რაფსოდია)
სანამ ლეგენდარულ მუსიკოსს ბიოგრაფიულ ფილმში რამი მალეკი განასახიერებდა და ამისთვის ოსკარსაც მიიღებდა, საშა ბარონ კოენს უკვე დიდი ხანი სურდა, ამ პროექტში ჩართულიყო. თუმცა, გავრცელებული ცნობით, კოენს მხოლოდ ზრდასრულ აუდიტორიაზე გათვლილი, დაუფარავი თემებით სავსე ფილმში მონაწილეობა უნდოდა, ჯგუფ Queen-ის თანადამფუძნებლებს, როჯერ ტეილორსა და ბრაიან მეის კი, სურდათ, კინოსურათის შემქმნელები მერკურის მემკვიდრეობას სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ. ამდენად, თანამშრომლობა ვერ შედგა.
2. ჰიუ გრანტი პროფესორი გილდეროი ლოკჰარტის როლზე (ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი)
გრანტის აგენტმა დაადასტურა, რომ მსახიობს ჰარი პოტერის მეორე ფილმში როლის დათმობა მოუწია, რათა Two Weeks Notice-ში ეთამაშა. საბოლოოდ, ფილმში ექსცენტრიული პროფესორი ჩრდილოეთირლანდიელმა მსახიობმა, კენეთ ბრანამ, განასახიერა. რა თქმა უნდა, ჰიუ გრანტი მაშინ უკვე შემდგარი და წარმატებული მსახიობი იყო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ Two Weeks Notice-მა $199 მილიონი გამოიმუშავა, მაშინ, როცა ჰარი პოტერის მეორე ნაწილის შემოსავალმა $879 მილიონს გადააჭარბა.
3. ტოსირო მიფუნე ობი-ვან კენობის როლზე (ვარსკვლავური ომები)
ცნობილ იაპონელ მსახიობს კინოისტორიაში საკულტოდ მიჩნეულ ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს. თუმცა, ობი-ვან კენობის როლზე უარი მან იმ მიზეზით თქვა, რომ ეგონა, ეკრანზე ეს ცუდად გამოჩნდებოდა. მიფუნეს შვილმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ მამამისს ადარდებდა, როგორი გამოვიდოდა ფილმი საბოლოო ჯამში და, მით უმეტეს, მისთვის შეთავაზებული როლი, რადგან ამას შეიძლებოდა სამურაის სახე დაეკნინებინა. სწორედ სამურაიზე დააფუძნა რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა ობი-ვან კენობის პერსონაჟი და ბრძოლის სტილი.
4. დევიდ ბოუი ნიანდერ უოლესის როლზე (სამართებელზე მორბენალი 2049)
ფილმის რეჟისორის, დენი ვილნევის თქმით, შემოქმედებითი ჯგუფი უოლესის როლზე თავდაპირველად ლეგენდარულ მომღერალს განიხილავდა, რადგან Blade Runner-ზე მან დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა, 2017 წელს გამოსულ კინოსურათში ბოუიმ, რომელიც ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, ვერ ითამაშა. ამიტომ, როლი, საბოლოოდ, ჯარედ ლეტოს ერგო.
5. ანტონიო ბანდერასი ოპერის მოჩვენების როლზე (ოპერის მოჩვენება)
2001 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჩვენების როლს ანტონიო ბანდერასი შეასრულებდა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, რეჟისორმა ჯოელ შუმახერმა ბანდერასზე და სხვა ბევრ მსახიობზე, მათ შორის, ჰიუ ჯეკმანზე, უარი თქვა "უფრო ახალგაზრდა შემსრულებლების" პოვნის იმედით. საბოლოდ, როლი ჯერარდ ბატლერს შეხვდა, თუმცა, ბანდერასის მიერ სარა ბრაიტმანთან ერთად შესრულებული Phantom of the Opera-ის მოსმენა მაინც შეგიძლიათ.
6. კრის ფარლი შრეკის როლზე (შრეკი)
იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ ანიმაციური ფილმია, შრეკის გამოსვლის შემდეგ მაიკ მაიერსმა, რომელიც მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს, სახელი მოიხვეჭა. თუმცა, თავდაპირველად კაციჭამია გოლიათი კრის ფარლის უნდა გაეხმოვანებინა. კრისის ძმამ ისიც განაცხადა, რომ მსახიობმა შრეკის თითქმის ყველა დიალოგი ჩაწერა, სანამ 1997 წელს დაიღუპებოდა. ამასთან, თურმე ფარლის გახმოვანებული შრეკი ცოტათი განსხვავებული პერსონაჟიც იქნებოდა — უფრო მოკრძალებული და თავმდაბალი.
7. ბობ ჰოსკინსი ალ კაპონეს როლზე (ხელშეუხებელნი)
ოსკაროსან ფილმში ცნობილი ამერიკელი განგსტერის როლზე ბობ ჰოსკინსიც განიხილებოდა. მსახიობი იხსენებდა, რომ მას სცენარიც გაუგზავნეს და შეხვედრაზეც დაიბარეს, სადაც რეჟისორმა ბრაიან დე პალმამ უთხრა, რომ უნდოდა, როლი რობერტ დე ნიროს ეთამაშა. "მაშ მე რაღას ვაკეთებ აქ?", — ჰკითხა ჰოსკინსმა. კითხვაზე პასუხად დე პალმამ განუცხადა, რომ თუკი დე ნირო როლზე უარს იტყოდა, ამ შემთხვევაში სწორედ მას შესთავაზებდა ფილმში მონაწილეობას. ამ ერთგვარ გარიგებას ჰოსკინსი დათანხმდა და მომდევნო თვეებში სცენარს აქტიურად კითხულობდა. მართალია, საბოლოოდ, ალ კაპონე მაინც დე ნირომ ითამაშა, თუმცა, ბრაიანმა "სათადარიგო" მსახიობს დათმობილი დროისთვის მადლობასთან ერთად 20 ათასი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა.
8. პრინსი რუბი როდის როლზე (მეხუთე ელემენტი)
ცნობილ ამერიკელ მომღერალს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოუხდა საკულტო საი-ფაიში მონაწილეობაზე უარის თქმა. რეალურად, იგი მართლაც განიხილებოდა რუბი როდის როლზე, თუმცა, ფილმის გადაღებები მის ტურნეს ემთხვეოდა, ამდენად, პერსონაჟი, საბოლოოდ, კრის ტაკერმა ითამაშა. სხვათა შორის, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ფილმის რეჟისორმა ლიუკ ბესონმა ტვიტერზე გააზიარა ესკიზი, სადაც პრინსის როლისთვის განკუთვნილი კოსტიუმი იყო წარმოდგენილი.
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
კომენტარები