მოქალაქეების ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ერთი თვის შემდეგ, საქართველოში ბრუნდება. მისი თქმით, როგორც კი დაინახავს, რომ ისევ საჭიროა უკრაინაში, უკან დაბრუნდება. ამის შესახებ ელისაშვილი Facebook-ზე წერს.

"ვარშავაში ვართ. ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი მარშლის პილსუდსკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან გიორგისთან ერთად! უბევროს საქართველოს გიორგი გამსახურდიასნაირი საქმიანი, ენერგიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები! მადლობა გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის.

ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან ერთად საქართველოში. როგორც კი დავინახავ რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად იმ წამს დავბრუნდები — მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით", — დაწერა მან.

13 მარტს ელისაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში საბრძოლველად იმყოფებოდა. 29 მარტს მან ირპენში ბრძოლი დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველთა ჯგუფი 4 დღე წინა ხაზზე იბრძოდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში