TI-ის 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის საქმეზე შსს-ს წინაღმდეგ სარჩელი შეაქვს
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ორგანიზაცია იცავს On.ge-ის, მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის წარმომადგენლთა ინტერესებს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
TI განმარტავს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები, ამიტომ ორგანიზაცია მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. გარდა ამისა, გეგმავს, კიდევ ერთი სარჩელით მიმართოს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს მიადგათ.
"ეს არის ადმინისტრაციული დავა. ამ შემთხვევაში ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო დასახელებული გვყავს როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უნდა აღესრულებინა გაწერილი პოზიტიური ვალდებულება. მას პროაქტიულად და ქმედითად უნდა დაეცვა ამ ადამიანების უფლებები, ვინც მოსარჩელეა და სხვების, ვინც მოსარჩელე არ არის. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქ დგას სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მთლიანად", — განაცხადა იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეკა გიგაური ამბობს, რომ მზად არიან, იჩივლონ ყველა ინსტანციის სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სტრასბურგს. მანვე აღნიშნა, რომ თუ 5 ივლისს დაზარალებული სხვა მედიების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილის, ორგანიზაცია მათ ინტერესებაც დაიცავს.
"ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობას და კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აბსოლუტურად ყველა საშუალება ჰქონდა იმისთვის, რომ დაეცვა ჟურნალისტები იმ დღეს, მაგრამ მან ეს რესურსი არ გამოიყენა და ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამით მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია", — განაცხადა გიგაურმა.
ორგანიზაციის განმარტებით, თავი მოუყარეს ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ჯამში 6 საათის მასალასა და 400 გვერდზე მეტ დოკუმენტს მოიცავს, ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 ივლისს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. პრორუსული ალტ ინფოს წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ On.ge-ის ჟურნალისტ, თამთა კახაბერიძესაც და საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. პროკურატურამ მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
ამ ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერებისა და პრემიერმინისტრის განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები