თბილისის მერიის განცხადებით, აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე. ამასთანავე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ ავტობუსი სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე — მეტროსადგურ დელისიდან, ხოლო ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ — მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან.

რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, იგი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან.