გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალონდელი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, ზღვის სანაპიროს რაიონებში 18 აპრილს საღამოს საათებში ელჭექის დროს, შესაძლოა, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერმა ქარმა იქროლოს.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა — გააქტიურება გამოიწვიოს", — აღნიშნავენ ისინი.