აღდგომა ყველაზე ოჯახური და თბილი დღესასწაულია — ყველა პოულობს დროს, რომ მოინახულოს დიდი ხნის უნახავი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ერთად შემოუსხდნენ სუფრას და შექმნან ახალი მოგონებები.

ამ დღეებში ჯანსაღი პროდუქტის მომარაგებაზე ფიქრი შეგიძლია სოფლიდან.ჯი-ს გადაუნაწილო. წინასააღდგომო ფუსფუსი აქ უკვე დაწყებულია და სააღდგომო კატეგორიაც მზადაა. ამ სტატიაში თავი 9 პროდუქტს მოვუყარეთ, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს სააღდგომო სუფრაზე.

1. წითელი კვერცხი

წითელი კვერცხის გარეშე აბა როგორ?! "ბედნიერი ქათმის კვერცხებიც" და ენდროც მათ შესაღებად შეგიძლია ვებგვერდზე შეუკვეთო და მეორე დღესვე შენთან გაჩნდება.

2. პასკა

სველი და სურნელოვანი პასკა სააღდგომო სუფრის მთავარი გმირია. სოფლიდანის პასკა ქეთიმ გამოაცხო: ქეთი 4 შვილს მარტო ზრდის, საუცხოოდ აცხობს, კერავს. ამ ყოველმხრივ ნიჭიერი და ძალიან მშრომელი ქალის პასკები აუცილებლად უნდა გასინჯო.

3. სოფლის დედალი

სადღესასწაულო სუფრა სოფელში გაზრდილი ფრინველის გარეშე იქნება?! სოფლის დედალის, ვარიკის, ინდაურისა და იხვის ხორცზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. არცაა გასაკვირი — ჯანსაღად ნაკვებ, ახალდაკლულ ფრინველს იერიც კარგი აქვს და გემოც.

4. რაჭული ლორი

აღდგომის მარხვა რომ გამხსნილდება, რაჭული ლორი განსაკუთრებით გემრიელდებაო, ამბობს როსტომ ჯინჭარაძე რაჭული სიდინჯით.

5. ჩურჩხელა

ფოტო: soplidan.ge

თიამ გულგულიდან ნამდვილი კახური ჩურჩხელები გამოატანა სოფლიდანს. ჩურჩხელები ვებგვერდზე დაგხვდება, რომ ამ აღდგომას, სხვა აუცილებელ პროდუქტებთან ერთად, ტკბილეულიც არ მოგაკლდეს.

6. გუდის ყველი

გუდის ყველი ცხვრისაც გემრიელია და ძროხისაც. სააღდგომო სუფრას ორივე უხდება — აქ გემოვნებაზე არ დაობენ.

7. შოთი

თიხის თონეში შეშაზე გამომცხვარი ნამდვილი კახური შოთის პური ხომ არ გამოგვრჩებოდა სუფრაზე?

8. ქორფა მწვანილეული

სულ ახალი დაკრეფილი, ქორფა მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, პრასი და მისი უდიდებულესობა ღანძილი კახეთიდან სააღდგომო სუფრას გაზაფხულის თავბრუს ახვევს.

9. ლუდი და ღვინო

ლუდი "ალხანაიძე", წინანდლის საფერავი და პატარა მარნების საუკეთესო ღვინოები სუფრისთვის შეგიძლია სწორედ სოფლიდანის ვებგვერდზე შეარჩიო და მეორე დღეს სახლში მიიღო.

სოფლიდან.ჯი გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!