გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება და მართვა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული ფუნქციური პათოლოგიაა, რომლის შემთხვევათა უმეტესობა 20-50 წლის ასაკის პაციენტებზე მოდის. ის მსოფლიო მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. მაგალითად, აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით, დაავადება ქალების დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო კაცების 5-20%-ს უვითარდებათ.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის თავისებურებებზე, მის ხელშემწყობ ფაქტორებზე, დიაგნოსტირებასა და მართვაზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გასტროენტეროლოგსა და ენდოსკოპისტს, ანდრო მაჭავარიანს ვესაუბრეთ.
რა სიმპტომებით გამოიხატება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას?
ამ პათოლოგიას ახასიათებს ტკივილი და/ან დისკომფორტი მუცლის არეში, რასაც თან ერთვის ნაწლავის მოქმედების ცვლილება. ის მიმდინარეობს ფაღარათით ან ყაბზობით. მას კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ აქვს, თუმცა, შეგვიძლია, გამოვყოთ მისი ხელშემწყობი ფაქტორები: არასწორი ცხოვრების წესი, არასწორი კვებითი რეჟიმი და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაავადების მიმართ.
როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირების პროცესი?
რადგანაც ნაწლავის ეს დაავადება ფუნქციურია და არ გამოიხატება რაიმე ორგანული პათოლოგიით, დიაგნოსტიკას გამორიცხვის მეთოდით წარვმართავთ. უნდა მოხდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა — უნდა გავმიჯნოთ და გამოვრიცხოთ ყველა ის პათოლოგია, რომლებსაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. ასეთი პათოლოგიებია, მიკროსკოპული კოლიტი, იშემიური კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება,წყლულოვანი კოლიტი) ნაწლავური ინფექციები, კვებითი ალერგიები, სიმსივნური პროცესები და სხვა.
ექიმს არ უნდა გამოეპაროს და კარგად უნდა გამოიკვლიოს, ამ სიმპტომების გარდა, პაციენტს ხომ არ აღენიშნება ისეთი ნიშნებიც, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაცილებით მძიმე პათოლოგიებზე მიანიშნებენ. ასეთი საგანგაშო სიმპტომებია წონაში კლება, სისხლიანი განავალი, ტკივილის გაძლიერება ღამით და სხვა.
თოდუას კლინიკაში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომების მქონე პათოლოგიების გამოკვლევისათვის საჭირო ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს ერთ სივრცეში ვატარებთ. მას შემდეგ კი, რაც ვრწმუნდებით, რომ რაიმე სხვა დაავადებასთან არ გვაქვს საქმე და სიმპტომებს ნამდვილად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს, ვსვამთ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას ვნიშნავთ.
როგორია მკურნალობის ტაქტიკა და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა პაციენტის ცხოვრების წესის მოდიფიცირებით იწყება. შესაძლოა, მას სპეციფიკური დიეტა დასჭირდეს. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პროცესში ვრთავთ სხვადასხვა ანტისპაზმურ მედიკამენტებს, ლაქსატივებს, ანტიდიარეულ მედიკიმანტებს, პრობიოტიკებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ხშირად საჭიროა ფსიქოლოგისა თუ ნევროპათოლოგის ჩართულობაც და ანტიდეპრესანტების დახმარებით პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურება და გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, ექიმმა სინდრომის მართვა, რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტის გამოყენებით მოახერხოს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რის შემდეგაც პაციენტმა დაავადება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მართოს — ყურადღება მიაქციოს მის ცხოვრების წესს, კვებით რეჟიმს, ისწავლოს სტრესის მართვა და კარგად შეისწავლოს ყველა ის ფაქტორი, რომლებიც სინდრომის გამწვავებას უწყობენ ხელს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები