ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"ხარკოვის ოლქში ჩვენი დამცველები რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას ატარებენ, რის შედეგადაც ოკუპანტებს რეგიონის ცენტრიდან აშორებენ", — ამბობს ის.

როგორც Unian წერს, ამ დროისთვის სამხედროებმა ოკუპანტებისგან ლებიაჟიე, ბაზალიევკა და კუტუზოვკას ნაწილი გაათავისუფლეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.