ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, პუტინი მიიჩნევს, რომ ომს იგებს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი ომის ლოგიკა აქვს და არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას.

"ვფიქრობ, ის ახლა საკუთარ ომის ლოგიკაშია. მისი აზრით, ომი აუცილებელია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. ის არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას. ის უკრაინელებს დონბასის რეგიონში გენოციდში ადანაშაულებს. ის ახლა თავის სამყაროშია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან იცის, რა ხდება ახლა უკრაინაში", — თქვა კანცლერმა.

ნაჰამერის ამ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხიაილო პოდოლიაკი და თქვა, რომ ასეთი მასშტაბის ილუზიები, ყოველთვის იწვევს ტრაგედიას.

10 აპრილს ავსტრიის კანცლერი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 11 აპრილს კი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ნეჰამერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი ლიდერია, ვინც ომის დაწყების შემდეგ, პუტინს მოსკოვში შეხვდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.