უცნაური დიზაინის ნიმუშებს რეალურად თუ სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით, თუმცა ზოგი იმდენად განსხვავებული და სახალისოა, ძნელია, რომ გვერდი მარტივად ავუაროთ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ზოგჯერ არქიტექტორები თავიანთ ფანტაზიებში შეზღუდულები არ არიან და სრულიად განსხვავებული ტიპის შენობებს ქმნიან.

ამ სტატიაში 10 უცნაურ და საინტერესო შენობას გთავაზობთ, რომლებიც ეჭვს გაგიჩენს, რომ ისინი არქიტექტორების ნაცვლად პატარა ბავშვებმა დააპროექტა. თუმცა ასეთი შენობები რომ ნამდვილად სახალისო სანახავია, ამაში ფოტოები დაგარწმუნებს.

1. ეს ფერადი შენობა იაპონიაში 2005 წელს ააგეს

ფოტო: Twitter

2. ასეთ ლოკოკინას ფორმის სახლს კი ბულგარეთში შეხვდები

ფოტო: Twitter

3. კალათი არ გეგონოს, შენობაა და თუ დააკვირდები, ფანჯრებსაც დაინახავ

ფოტო: Twitter

4. ეს თევზის ფორმის შენობა ინდოეთისთვის დააპროექტეს

ფოტო: Twitter

5. დიდი იხვის ფორმის შენობა ნიუ-იორკში 1931 წელს ააგეს

ფოტო: Twitter

6. ამ ფეხსაცმლის მაღაზიას, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, თავადაც ფეხსაცმლის ფორმა აქვს

ფოტო: Twitter

7. რაკეტის ფორმის შენობა იაპონიის ერთ-ერთ ქუჩას ამშვენებს

ფოტო: Twitter

8. ეს საშიში ვეშაპი კი ინდიანას შტატის ერთ-ერთი ზოოპარკის წევრია

ფოტო: Twitter

9. ჩაიდნის ფორმის გაზგასამართი სადგური ვაშინგტონში მდებარეობს

ფოტო: Twitter

10. და ბოლოს, კიდევ ერთი უცნაური ფორმის შენობა ტაილანდიდან

ფოტო: Twitter