გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქალი.

რაც შეეხება თბილისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.