უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა BBC-ისთან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 22 თებერვალს აპირებდა და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია იყო.

"გეგმა იყო საკმაოდ მარტივი და თავხედური: უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. ეს იყო მათი ნომერ პირველი საკითხი და იყო რამდენიმე მცდელობა ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ 22 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა უახლოეს მომავალში მომხდარიყო", — ამბობს ის.

დანილოვის თქმით, შემდეგ ზელენსკის ლიკვიდაციის კიდევ 4 მცდელობა იყო. როგორც ის ამბობს, ბოლოს მსგავსი ინფორმაცია 7 მარტს მიიღეს.