კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ყველაზე აღიარებული და გავლენიანი კინომოვლენაა, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები ფილმები მოგვიანებით სხვადასხვა დაჯილდოების ტრიუმფატორები და კინოკრიტიკოსების მთავარი განხილვის ობიექტები ხდებიან.

წელს ეს ფრანგული კინოფესტივალი საიუბილეო — 75-ე გამოშვებით ბრუნდება და წლევანდელი საკონკურსო პროგრამაც ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანი კინოხელოვანების ახალი ნამუშევრებითაა დახუნძლული: წელს ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად სულ 18 კინოსურათი იბრძოლებს, რომელთა შორისაცაა დევიდ კრონენბერგის, ძმები დარდენების, ჰირაკაძუ კორეედას, კელი რეიჰარდტისა თუ კრისტიან მუნჯიუს ფილმები.

ფესტივალს მიშელ ჰაზანავიკუსის ფილმი Z გახსნის. საკონკურსო პროგრამაში მონაწილე კინოსურათების სრული სია კი ასეთია:

  • Les Amandiers — რეჟისორი ვალერია ბრუნი
  • Holy Spider — რეჟისორი ალი აბასი
  • Crimes Of The Future — რეჟისორი დევიდ კრონენბერგი
  • Stars At Noon — რეჟისორი კლერ დენი
  • Frère Et Soeur — რეჟისორი არნო დეპლეშინი
  • Tori And Lokita — რეჟისორები ჟან-პიერ და ლუკ დარდენები
  • Armageddon Time — რეჟისორი ჯეიმს გრეი
  • Close — რეჟისორი ლუკას დონტი
  • Broker — რეჟისორი ჰირაკაძუ კორეედა
  • RMN — რეჟისორი კრისტიან მუნჯიუ
  • Triangle Of Sadness — რეჟისორი რუბენ ოსტლანდი
  • Showing Up — რეჟისორი კელი რეიჰარდტი
  • Decision To Leave — რეჟისორი პაკ ჩან-ვუკი
  • Nostalgia — რეჟისორი მარიო მარტონე
  • Tchaikovski’s Wife — რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი
  • Boy From Heaven — რეჟისორი ტარიკ სალეჰი
  • Leila’s Brothers — რეჟისორი საიდ როუსტაი
  • Eo — რეჟისორი ეჟი სკოლიმოვსკი

კანის წლევანდელი კინოფესტივალი 17-28 მაისს გაიმართება. მთავარი საკონკურსო პროგრამის მიღმა რა ფილმები იქნება ნაჩვენები, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

საკონკურსო პროგრამიდან ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ტრეილერი დევიდ კრონენბერგის ფილმისა Crimes Of The Future, რომელშიც მთავარ როლებს ვიგო მორტენსენი, კრისტენ სტიუარტი და ლეა სეიდუ ასრულებენ.