ეუთოს მისიამ უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულება მოიპოვა. მათი თქვით, აღმოაჩინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის მკაფიო ნიშნები.

რუსეთის უარყოფის მიუხედავად, ანგარიშში ნათქვამია, რომ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს თავს რუსეთი დაესხა და ჩაიდინა ომის დანაშაული.

"ეს თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უფლებების აშკარა დარღვევაა. მასზე პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული", — წერს ეუთოს მისია.

მათივე შეფასებით, ომის დანაშაულია 16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმა, სადაც სავარაუდოდ, 300-მდე ადამიანი დაიღუპა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მათ ვერ იპოვეს ვერანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მტკიცება დადასტურდებოდა, თითქოს თეატრს თავს აზოვის ბატალიონი დაესხა.

ამასთან ეუთოს მისია საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშს შეუძლია წვლილი შეიტანოს ფაქტების პირველ შეგროვებასა და ანალიზში, საჭიროა უფრო დეტალური გამოძიება, განსაკუთრებით სამხედრო დანაშაულებზე ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენასთან დაკავშირებით.

მისია საუბრობს, რომ არ შეუძლიათ შეაფასონ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდანვე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია იყო თუ არა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ნორმები არაერთხელ დაირღვა გამოავლინა.

"ანგარიში მოიცავს მტკიცებულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმების, გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის, ძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთში იძულებით დეპორტაციის", — თქვა აშშ-ის ელჩმა ეუთოში.

მისიამ ასევე აღმოაჩინა უკრაინის მხრიდან გარკვეული "დარღვევები", განსაკუთრებით სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის კუთხით, მაგრამ მან თქვა, რომ რუსეთის დარღვევები "ბევრად უფრო დიდი მასშტაბისაა".

ეუთოს 57 მონაწილე ქვეყნიდან მისია 45 ქვეყნის მიერ შეიქმნა. როგორც Washington Post წერს, რუსეთს და ბელარუსს მხარი არ დაუჭერია ამ მისიისთვის. ანგარიშში თავმოყრილია დარღვევები 24 თებერვლიდან პირველი აპრილის ჩათვლით.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.