უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოზიცია რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებაზე უარის თქმაზე იმედგაცრუბას იწვევს. მისი თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის "ძმობის" მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

"იმედგაცრუებას იწვევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ. უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის მითმა ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მაშინ რუსი "ძმები" ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა. ეს მითი საბოლოოდ თებერვალში დაიმსხვრა, როდესაც პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გამოფრინდა.

"მოძმე" ადამიანები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა "მოძმე" ადამიანების სახლებს. ყველაზე დაუნდობელი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ", — თქვა ნიკოლენკომ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები "ძმები არიან".

გუშინ, 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.