"ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან" — ასე უპასუხა მედიის დასმულ კითხვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი მოხვედრილიყო ანგარიშში და ხელისუფლებამ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლებამ სააკაშვილის მიმართ.

"ალბათ არ უნდა დაგვეჭირა [მიხეილ სააკაშვილი] და ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან. ეს იქნებოდა ჰუმანური, ალბათ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, ისე როგორც უნდა ემოქმედა და ეს პირი იქნა დაკავებული, როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში", — თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. "წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის" ქვეთავში საუბარია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მე-12 ციხიდან გლდანის პენიტენციური კლინიკაში სააკაშვილის იძულებით გადაყვანის დროს მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის გამოძიების თხოვნით მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს ომბუდსმენის დასკვნებს, რომლის თანახმადაც სააკაშვილს სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა შეეზღუდა და მისი უფლებები დაირღვა.