სელენა გომესს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობა უყვარს და ამის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მსახიობმა ცოტა ხნის წინ ტიკტოკზე ვიდეოები დადო, სადაც გამომწერებს სწრაფი კვების ობიექტში სტუმრობისა და საკუთარი წონის მიმართ დამოკიდებულების შესახებ მოუყვა.

სელენას თქმით, ცოტა ხნის წინ დაწესებულება Jack in the Box-ს ესტუმრა და სხვადასხვა საჭმელი შეუკვეთა. მსახიობი აღნიშნავს, რომ საკუთარი წონა აღარ ადარდებს, რადგან როგორი სხეულიც არ უნდა ჰქონდეს, მაინც აკრიტიკებენ.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემს წონაზე აღარ ვღელავ, რადგან ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში მაკრიტიკებს. 'ზედმეტად გამხდარი ხარ, ზედმეტად მსუქანი ხარ, ეს არ გიხდება...' იდეალური ვარ ისეთი, როგორიც ვარ! ამ ამბის მთავარი სათქმელი? კარგად იყავით", — ამბობს სელენა ვიდეოში.

სელენა საკუთარ წონასა და სხეულზე საზოგადოებას 2019 წლიდან გულწრფელად ესაუბრება. მსახიობს თირკმელების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. სელენამ მკურნალობის პროცესში წამლების მიღება დაიწყო. წამლების გავლენით სელენას წონა მუდმივად იცვლებოდა, რის გამოც საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი კომენტარები მიიღო.

სელენამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი წონა მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული და ხშირად იცვლება. მან ისიც აღნიშნა, რომ ამის გამო ხალხი ხშირად აკრიტიკებდა, რაც მის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

ცოტა ხნის წინ სელენამ განაცხადა, რომ ინტერნეტთან შეხება 4 წელზე მეტია არ ჰქონია და ამით ძალიან ბედნიერია.

"ახლა უფრო ბედნიერი ვარ, აწმყოთი უფრო მეტად ვტკბები და ხალხთანაც უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს. ეს თავს ნორმალურ ადამიანად მაგრძნობინებს. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტი და ბევრი მხრივ მან მართლაც კარგი რაღაც გააკეთა მსოფლიოსთვის. თუმცა, მე ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას [რეალურ] ცხოვრებაში არსებული ხალხისგან ვიგებ", — განაცხადა მსახიობმა.

ამავე თემაზე: