საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ლაშა ტუღუში და ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

ტუღუშის არჩევას პარლამენტში 108 მომხრე და 0 წინააღმდეგი ჰყავდა, ხოლო, მაღლაფერიძის არჩევას მხარი 31 დეპუტატმა დაუჭირა, 19 წინააღმდეგი იყო. მათ გარდა, კენჭი უყარეს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას მიერ წარდგენილ კანდიდატს, ლიკა შავგულიძესაც. მის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევას მხარი პარლამენტის 31-მა წევრმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგ წავიდა.