უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 191 ბავშვი დაიღუპა, 349-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც პროკურატურა წერს, კიევის რეგიონში 2 ბავშვის დამწვარი ცხედარი იპოვეს. მათივე თქმით, 11 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც თვენახევრის ბავშვი და 12 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო დაშავდა კიდევ 4 ბავშვი.

მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 957 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 88 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში