ალექსანდრ ლუკაშენკომ დაიწუწუნა, რომ ვლადიმერ პუტინი პოლკოვნიკის წოდებას დაჰპირდა, მაგრამ ჯერ არ მიუცია. რუსული მედია წერს, რომ პუტინმა მას უთხრა: "თუ დაგპირდი, შევასრულებ".

"არ იქნებოდა ურიგო, მეც რომ პოლკოვნიკი ვიყო. სიმართლე ისაა, რომ ის (პუტინი) დამპირდა, მაგრამ ამ დრომდე არ მომანიჭა", — თქვა ლუკაშენკომ.

პროპაგანდისტული რუსული მედიების ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელს არ სჭირდება სხვა სახელმწიფოს მეთაურის მინიჭებული ტიტულები, რადგან თავად არის "დიდი ბოსი". აქვე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს თავის შექებაც არ დავიწყებია და განაცხადა, რომ თავად არ აქვს გენერალის წოდება, მაგრამ "ერთგულად ემსახურება ხალხს", სამხედრო წოდებები კი სჭირდება სამხედროებს.

პუტინმა და ლუკაშენკომ სხვა გაცილებით მავნებლური განცხადებებიც გაავრცელეს და რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები უკრაინელ ჯარისკაცებსა და დასავლეთს დააბრალებს.