თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. მოძრაობა ვარკეთილის მეტროდან სადგურის მოედნამდე გაჩერებული იყო.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო.