თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. მგზავრებს მხოლოდ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნის მიმართულებით შეუძლიათ მგზავრობა.

სატრასპორტო კომპანიის ცნობით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო.