დონალ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ყოფნის პირველ 100 დღეზე როიტერსთან ინტერვიუში საუბრობს. გამოცემასთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა უფრო მარტივი ეგონა:

"მე მიყვარდა ცხოვრება, რომელიც პრეზიდენტობამდე მქონდა. მე მიყვარდა ის. იმდენი საქმე მქონდა. თუმცა ახლა ბევრად მეტი საქმე მაქვს, ვიდრე პრეზიდენტობამდე მქონდა. მეგონა, უფრო მარტივი იქნებოდა".

მოგვიანებით ტრამპმა დასძინა, რომ მას თავისი ძველი ცხოვრება და თავისუფლება ენატრება:

"მომწონს ჩემი ახალი სამუშაო, მაგრამ აქ უფრო ბევრი სამუშაოა".

ტრამპმა ასევე თქვა, რომ უყვარს მანქანის მართვა, რისი საშუალებაც მას ახლა აღარ აქვს.