ძალადობრივი, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფო გუშინ, 11 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინზე არ დაუშვეს. ინფორმაცია On.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ალტ-ინფოს ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ მათ გარდა ბრიფინგზე ყველა შეუშვეს. ის, პრესცენტრთან საუბარს ითხოვს.

ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია. ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო.

ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორიც, სადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.