თიბისის პროგრამა სტარტაპერს, რომელიც ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდასაჭერად შეიქმნა, უკვე 5 წელი შეუსრულდა. პროგრამა ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად, რაც თიბისის დღემდე წარმატებით გამოსდის. 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა მხარდაჭერით უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა. პროგრამა სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შემდეგ მიმართულებებს სთავაზობს: საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სტარტაპ შეთავაზებას, მედია მხარდაჭერას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ტრენინგებს, სესხს სტარტაპისთვის და სტარტაპ ივენთებს.

პროგრამა სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა ბოტანისტი, რომელმაც სახელი ბოტანიკური სასმელებით გაითქვა. ბოტანისტის ისტორიასა და განსაკუთრებულ პროდუქციაზე ამ კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ნინო ბაკურაძე მოგვიყვება.

დასაწყისისთვის, საინტერესოა, როგორ მოგივიდათ ბოტანისტის შექმნის იდეა?

ქართული ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტის შექმნის იდეით შთაგონებულებმა შევნიშნეთ, რომ ჩვენს ბაზარზე (და არამხოლოდ) გამაგრილებელ-გაზირებულ სასმელებს შორის ჯანსაღი ალტერნატივა არ არსებობდა მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნებში მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული კატეგორია ევროპისა და კანადის ბაზარზე და აღმოვაჩინეთ, რომ ეს კატეგორია სტაბილურად მზარდი იყო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი, რომელსაც ვუწოდეთ — კაი.

რა ტიპის სასმელებს სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებლებს და რა გამოარჩევს მას სხვა ქართული სასმელებისგან?

პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი — კაი 16 მცენარისგან არის შექმნილი. მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის ბუნებრივად შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს, ამინომჟავებსა და ვიტამინებს. სასმელი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ორსულთათვის. კაის შემადგენლობაში არსებულ მცენარეებს ქართველი მეცნიერი რევაზ მელქაძე 30 წელი სწავლობდა. მუშაობის პროცესში მისი შთაგონების წყაროც სწორედ რომ სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთავსება იყო. შესაბამისად, საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებამ მოგვცა შემართება, რომ პროდუქტი ადამიანებამდე მიგვეტანა.

ფოტო: ბოტანისტი

რადგან ბოტანისტის პროდუქცია ქართული ბაზრისთვის სიახლე იყო, გადააწყდით თუ არა პირველ ეტაპზე გარკვეულ გამოწვევებს?

გააზრებული გვქონდა, რომ არსებობდა რისკები, თუმცა მიზანი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემართებით გავაგრძელეთ სვლა. გავაკეთეთ რებრენდი, შევქმენით ჩვენივე დისტრიბუცია, ჩავატარეთ კვლევები და პროდუქციასთან ერთად საექსპორტო დოკუმენტებიც მოვამზადეთ. ჩვენი პირველი საექსპორტო ქვეყნები დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი იყო. ასევე, ახლო აღმოსავლეთში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ქილის შეფუთვის დამატების შემდეგ თანამშრომლობასაც დავიწყებთ.

ბოტანისტი თიბისის სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა. როდის გადაწყვიტეთ, რომ სტარტაპერის მონაწილე გამხდარიყავით და პროგრამაში ჩართვის შემდეგ რა შედეგებს მიაღწიეთ?

პანდემიამ ისევე როგორც ბევრ კომპანიას, ჩვენც შეგვიშალა ხელი. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, თიბისი ბანკისთვის მიგვემართა, რომელიც მსგავს სიტუაციებში მუდამ მხარში გვიდგას. მოდიოდა ზაფხულის სეზონი და გვჭირდებოდა სრული მზადყოფნა, როგორც ძირითადი საშუალებების, ასევე წარმოების მიმართულებით, რათა მიწოდების ჯაჭვი უწყვეტი ყოფილიყო. სწორედ ძირითადი საშუალებების შეძენისთვის მივმართეთ თიბისი ბანკს და სტარტაპერის ფარგლებში მათ ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწიეს.

ძირითადი საშუალების, ამ შემთხვევაში მაცივრების მაგალითი რომ განვიხილოთ, შევძელით ჩვენი პროდუქცია განგვეთავსებინა არამხოლოდ დიდ სავაჭრო ქსელებში, არამედ ტრადიციულ მაღაზიებშიც. ასეთ ობიექტებზე ჩვენივე მაცივრით ვიყავით წარმოდგენილი, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევდა ცივი გამაგრილებელი სასმელი — კაი მათთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. "ტრადიციულ მარკეტში" პროდუქციის განთავსების ძირითადი პრობლემა მაცივარში ადგილის არქონაა, შესაბამისად, ასეთი ტიპის მაღაზიები პროდუქციის მაცივარს ითხოვენ. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის მაღაზიებს საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს, შესაბამისად, ამ სეგმენტის ათვისება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო.

ფოტო: ბოტანისტი

და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევა სურთ?

პირველ რიგში, ალბათ, იდეის მიმართ ერთგულებას ვურჩევდი. დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში ხშირად უჩნდება ადამიანს შიში, ეჭვი, გლობალური არასტაბილურობის შეგრძნება და ა.შ. მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც შენი იდეის ერთგული ხარ და დარწმუნებული ხარ, რომ შენ შეგიძლია საქმის შესრულება, ფინანსების მოძიება არც ისეთი რთული ხდება. ამისთვის არსებობს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათ შორის თიბისი სტარტაპერს გამოვარჩევდი.

თიბისიმ 2017 წელს საქართველოში დამწყები ბიზნესების დაფინანსება დაიწყო და პროგრამა სტარტაპერი შექმნა. პროგრამა სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი. იდეის ბიზნესად ქცევაში პროგრამა სტარტაპერი ადამიანებს შემდეგი მიმართულებებოთ სთავაზობს მხარდაჭერას: საბანკო პროდუქტები, სტარტაპ განათლება, სტარტაპ შეთავაზება და მედია მხარდაჭერა. 5 წლის განმავლობაში უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა მხარდაჭერით.