Apple დამტენების თავს ვერასდროს იწონებდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დამტენები სმარტფონებს მოყვებოდა, Apple 5W-იან ადაპტერებზე უკეთესს ვერაფერს იმეტებდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple ახალ, 35W-იან ორი USB-C პორტის მქონე ადაპტერის გამოშვებას გეგმავს. ინფორმაციასთან ერთად ფოტოები არ გავრცელებულა, ამიტომ ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება ახალი დამტენი, თუმცა ცნობილია, რომ ეფლი მის შესაქმნელად გალიუმის ნიტრიტს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზომაში სდტანდარტულ ადაპტერებთან შედარებით პატარა იქნება და ამავდროულად, ნაკლებ სითბოსაც გამოყოფს. რაღა თქმა უნდა, ახალ 35W-იან ადაპტერს USB Power Deilvery-ით სწრაფი დატენვის მხარდაჭერაც ექნება.

35W-ისა და ორი პორტის მეშვეობით დამტენი iPhone 13 Pro Max-ს უსწერაფესად დატენის (მას 27W-იანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა აქვს) და კიდევ დარჩება საკმარისი ენერგია Apple Watch-ის ან AirPods-ის დასატენად. რამდენიმე პორტიანი ადაპტერები third-party ბაზარზე ხშირად გვხვდება, თუმცა Apple-ის მსგავსი გიგანტური კომპანიისგან ასეთ რამეს პირველად ვხედავთ.

ჯერ უცნობია თუ როდის უნდა ველოდოთ Apple-ის ორპორტიანი Type C ადაპტერის გამოჩენას. მისი გამოსვლა, სავარაუდოდ, ხმაურიანი არ იქნება და WWDC-ზე ან რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებაზე ტოპ ტექნიკის გვერდით ვერ ვიხილავთ. ამიტომ, გვადევნეთ თვალი და მისი გამოსვლის შესახებ ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.