მსოფლიო ბანკის შეფასებით, უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია. ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 11,2%-ით შემცირდება.

ამასთან, ორგანიზაცია მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის 45,1%-ით ვარდნას ელოდება. ანგარიშში წერია, რომ ვარდნის სიმძლავრე ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული.

მსოფლიო ბანკი წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ქვეყნებზე. ანგარიშის მიხედვით, მთავარი დარტყმა ევროპის და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზეა მოსალოდნელი.

"წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4,1%-ით, ომამდე პროგნოზირებული 3 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას", — ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ეს მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ბანკი იელოდება, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 2,5%-ით გაიზრდება.