გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მრავალფეროვნების წახალისებისა და ქალთა როლის წარმოჩენის მიზნით, გრეის ჰოპერის სახელობის 2022 წლის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 8 აპრილიდან დაიწყო. გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტი იყო, ხოლო მისი სახელობის ჯილდო საქართველოში გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნებაში.
"გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. მოხარულები ვართ, რომ პროექტი თიბისის პარტნიორობით გრძელდება და წელსაც გამოავლენს საინტერესო ადამიანებსა თუ ინიციატივებს, ამასთან წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებს ICT დარგში", — აცხადებს გვანცა მუღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი.
"USAID მხარს უჭერს გრეის ჰოპერის ჯილდოს, რადგან ადმირალ ჰოპერის მოღვაწეობის შემდეგ ათწლეულების მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი STEM სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT). ქალებს ICT-ში არამარტო განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, არამედ ხშირად განსხვავებული პერსპექტივები, რომლებსაც შეუძლიათ ინოვაციებისა, ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება. STEM და ICT სფეროში მეტი ახალგაზრდა ქალის ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის გლობალურ ბაზარზე", — ამბობს მარიკა ოლსენი USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა. ესენია: მომავლის ლიდერი ქალი; ICT სფეროს ჩემპიონი; ტექნოლოგიური სტარტაპი; ქალების გაძლიერების პროგრამა; მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში "ტექნოლოგიური სტარტაპი" გასულ წელს Phubber გახდა. "ჩვენ ამ ჯილდომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაგვიჩინა. გარდა ამისა, თიბისისის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ Phubber-ის პროექტები და განვახორციელეთ ახალი ინიციატივები. თიბისის გუნდი სრულად იზიარებდა ჩვენს მიზნებს და აკეთებდა მაქსიმუმს, რომ საუკეთესო შედეგი მიგვეღო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გრძნობ, რომ სხვები გიჭერენ მხარს. ამასთან, შეუფასებელია ის კავშირები და ცნობადობა, რასაც ეს დაჯილდოება გაძლევს" , — ამბობს ანანო დოლაბერიძე.
გარდა აღიარებისა, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები ღონისძიების პარტნიორებისა და მხარდამჭერებისგან სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. ესენია თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UTG და Majorel Georgia.
თიბისი, გასული წლის მსგავსად, ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს დაუჭერს მხარს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე, საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, ასევე შესაძლებელია წარადგინოთ სხვა ადამიანები, სტარტაპები, ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ დარგის მრავალფეროვნებაში. ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს. განცხადებები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, ფინალისტები გამოვლინდებიან 30 მაისს, ხოლო 10 ივნისს გამართება დაჯილდოების ცერემონია.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები