გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

მათივე თქმით, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.