დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ცხადი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია ბუჩაში არ წავიდოდა. მისი თქმით, ხოშტარია წერს, რომ კიევში წასვლას ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე გეგმავდა და ამის სურვილი სხვებსაც აქვთ.

"ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატომ წავა. ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ. ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვს ეს სურვილი. ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს", — წერს ის.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს".

დღეს ქართუილ ოცნების თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, "შეურაცხმყოფელი ბრალდებები" ისმის, მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია.

ამავე თემაზე: