ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა.

"თავდასხმა უკრაინის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა. ეს არის თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც ევაკუაციასა და უსაფრთხოების მიღწევას ცდილობდნენ", — წერს ბაიდენი..

ამ დროის მონაცემებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა, მათგან 5 ბავშვია. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უკრაინა 24 დონეცკის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევაზე.

რუსეთი რკინიგზის სადგურზე თავდასხმას უარყოფს და ამასაც უკრაინას აბრალებს. დაბომბვიდან მალევე ეს პროპაგანდისტული მესიჯები გავრცელდა კრემლის მედიების, TASS-ისა და RIA-ს ტელეგრამებზე.

ამავე თემაზე: