ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს, სანამ უკრაინა უშიშროების "ბინძურ ბრალდებებზე" განმარტებებს არ გააკეთებს ან ბოდიშს არ მოიხდის.

"პარლამენტის თავმდჯომარე ჩავა თუ არა უკრაინაში, კონკრეტულად, ბუჩაში, ამას, ალბათ, ბატონი შალვა თითონ გასცემს პასუხის. თუმცა ჩემი პოზიცია არის ამდაგავარი — სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში მოხდილი, მე ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს", — თქვა მან.

დღეს, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. On.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოწვევა ჯერ არ მისულა.